logo
ENG



აურზაური "ოცნების" საარჩევნო ვიდეორგოლის გადაღების გამო

10 ოქტ 202420:55
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი, რომლის გამოც კრეატიული სააგენტო ფაქტობრივად დაიშალა. „სტუდია მეტროს“ თანამშრომლები ტოვებენ - მიზეზი ისაა, რომ კომპანიის დირექტორმა მმართველ პარტიას ვიდეორგოლი გადაუღო. ამის შესახებ კი თანამშრომლებმა მხოლოდ ახლა გაიგეს. კლიპი გაჯერებულია ოცნების ჩვეული პროპაგანდით. მეტრო ის სააგენტოა, რომელმაც რუსული კანონის მეორედ შემობრუნების შემდეგ, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბოიკოტი გამოუცხადა კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მომხდარი ოცნების მინიმუმამდე დაცემული რეიტინგის კარგი ინდიკატორია და რომ ოლიგარქის გუნდთან თანამშრომლობა სირცხვილად და ღალატად ფასდება. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ოცნების კლიპს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, რგოლის მუსიკალური ნაწილი ავტორებმა თვითნებურად გამოიყენეს და რევაზ ლაღიძის ოჯახთან არ შეუთანხმებიათ.   


close დახურვა